ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში “მწვანე პასპორტების” გაცემის წესი გაამკაცრეს – საჭიროა ბუსტერ დოზა

15 თებერვალი, 2022 • 1251
აზერბაიჯანში “მწვანე პასპორტების” გაცემის წესი გაამკაცრეს – საჭიროა ბუსტერ დოზა

დღეიდან, 15 თებერვლიდან, აზერბაიჯანში უვადო კოვიდ პასპორტები უქმდება. მთავრობის დადგენილებით, ვაქცინაციის შესახებ სერტიფიკატი მხოლოდ იმ შემთხვევაში იმუშავებს, თუ ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან არ არის გასული ექვსი თვე.  სხვა შემთხვევაში, მოქალაქე მესამე – ბუსტერ დოზით უნდა აიცრას, ან წარადგინოს დაავადების გადატანის შესახებ დოკუმენტი.

კოვიდ სერტიფიკატების წარდგენა აზერბაიჯანში სავალდებულოა კვების ობიექტებში, სასტუმროებში და მსხვილ სავაჭრო ცენტრებში, ასევე, სპორტულ და გამაჯანსაღებელ ცენტრებში.

კოვიდ პასპორტების გარეშე, ოფიციალური ცნობითვე, მოქალაქეები ვერ დაესწრებიან სადღესასწაულო ცერემონიებს. ასევე, პასპორტები მოეთხოვებათ საჯარო სამსახურებში, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესვლისას.

18 წლამდე ასაკის პირებს კოვიდ-პასპორტების წარდგენა არ მოეთხოვებათ.

ოფიციალური მონცემებით, აზერბაიჯანში 2.446.607 ადამიანი აიცრა ბუსტერ დოზით.

მასალების გადაბეჭდვის წესი