ახალი ამბები

„ომიკრონის გავრცელების პიკში ვართ“ – ამირან გამყრელიძე

14 თებერვალი, 2022 •
„ომიკრონის გავრცელების პიკში ვართ“ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ამჟამად ქვეყანა კორონავირუსის მეექვსე ტალღის გავრცელების პიკშია, თუმცა აღნიშნავს, რომ მიმდინარე კვირიდან შემთხვევების დღიური რაოდენობის კლებაა მოსალოდნელი:

„სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ომიკრონის ცირკულაციის ფონზე თანდათან უნდა დაიწყოს [უკან დახევა]. ჩვენ ახლა ვართ პიკში და პიკის გადავლის ეტაპი ამ კვირაში მაინც უნდა დაიწყოს“ ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 4 000 შემთხვევა რეალურ სურათს არ ასახავს, რამდენადაც დადებითობის დღიური მაჩვენებელი 40%-ზე მეტი იყო. ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ იყო ტექნიკური ხარვეზებიც, რის გამოც ყველა ჩატარებული ტესტის პასუხი გუშინ სისტემაში ვერ აიტვირთა:

„დღეს 4 ათასი შემთხვევა და 21 გარდაცვალება გვქონდა. ეს რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან გვაქვს მაღალი დადებითობის მაჩვენებელი 40%-მდე. ვერ მოხდა ტექნიკური მიზეზების გამო ყველა შემთხვევის ატვირთვა. იმიტომ, რომ შაბათ-კვირას პორტალის განახლება ხდებოდა. დღევანდელი ციფრებით ვერ ვიმსჯელებთ. ხვალ იქნება განახლებული რიცხვები როგორც კვირის, ასევე ორშაბათის“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი