ახალი ამბები

კასპში კაცი მოკლეს, დაკავებულია 1 პირი — შსს

13 თებერვალი, 2022 • 1230
კასპში კაცი მოკლეს, დაკავებულია 1 პირი — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კასპში კაცი მოკლეს. უწყების განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირია დაკავებული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალქალაქში, ურთიერთშელაპარაკებისას, სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა თანასოფლელს – 1976 წელს დაბადებულ [პირს]”, — წერს უწყება.

შსს-ს თანახმად, პოლიციამ ბრალდებული — 1984 წელს დაბადებული კაცი — ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი