ახალი ამბები

კახეთში, ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს

11 თებერვალი, 2022 • 893
კახეთში, ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს

კახეთში, სოფელ კონდოლში, ერთ-ერთ ფერმაში გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს. აღნიშნული ფერმა სოფლიდან მოშორებით მდებარეობს.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. ამასთანავე, უწყების თქმით, პოლიციამ უკვე დაადგინა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია. თუმცა, „ფორმულასთან“ თვითმხილველი ამბობს, რომ მომხდარის დღეს ფერმიდან კამათის ხმა ესმოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი