ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

არძინბა გაეროს მიმართავს, აფხაზეთს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭონ

9 თებერვალი, 2022 • 1918
არძინბა გაეროს მიმართავს, აფხაზეთს დამკვირვებლის სტატუსი მიანიჭონ

რუსეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა გაეროს ასოციაციათა მსოფლიო ფედერაციის წევრს, ალექსეი ბორისოვს შეხვდა და მისი შუამდგომლობით გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიუ გუტერეშს მიმართა.

კერძოდ, ინალ არძინბა მიმართვაში გუტერეშს სთხოვს, გაეროში აფხაზეთს  მიანიჭონ სახელმწიფო დამკვირვებლის სტატუსი, რომელიც მას გაეროს გენერალურ ასამბლეის დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

“გვინდა მსოფლიომ გაიგოს აფხაზეთის ხმა. ჩვენ თავად მოვუყვეთ ჩვენი ქვეყნის ამბებზე”, – აცხადებს არძინბა.

ამჟამად გაეროში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობენ ვატიკანი და პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი