ახალი ამბები

მაქვს სურვილი, სფერო შევიცვალო, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად – თურნავა

9 თებერვალი, 2022 •
მაქვს სურვილი, სფერო შევიცვალო, ვრჩები გუნდის ერთგულ წევრად – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა თანამდებობას ტოვებს.

თურნავას არ დაუზუსტებია, სად გააგრძელებს საქმიანობას:

„მაქვს სურვილი, შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოსვინჯო ძალები. ვრჩები ჩემი გუნდის ერთგულ წევრად. ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა არ არის“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მას ჩაანაცვლებს ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზედავითაშვილს ჩაანაცვლებს მისი მოადგილე, ოთარ შამუგია.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მედიაში ბოლო დღეების განმავლობაში არაოფიციალურად, სხვადასხვა ვარიაციით ვრცელდებოდა, 9 თებერვალს, 14:00 საათზე, სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ნათია თურნავა 2019 წლის აპრილში დაინიშნა ეკონომიკის მინისტრად, მანამდე მინისტრ გიორგი ქობულიას მოადგილე იყო.

ლევან დავითაშვილი კი 2016 წლიდან იყო ამ პოსტზე. მანამდე, 2 წლის განმავლობაში, ისიც მინისტრის მოადგილე იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი