ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ოთხჯერ მქონდა ლონდონში საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან” – სააკაშვილი

9 თებერვალი, 2022 • 2386
“ოთხჯერ მქონდა ლონდონში საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან” – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საუბრობს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების შესახებ და აცხადებს, რომ სწორედ მისი საიდუმლო დიპლომატიის შედეგი იყო ის, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ბელარუსის მიერ დღემდე აღიარებული არაა.

“ოთხჯერ მქონდა ლონდონში საიდუმლო შეხვედრა ლუკაშენკოსთან, პირველად ვამბობ ამას, ეს იყო საიდუმლო დიპლომატია. ის, რომ სამხრეთ ოსეთი დ აფხაზეთი აქამდე არ არის აღიარებული ლუკაშენკოს მიერ, ჩემი ლონდონში ჩასვლის შედეგია”, – განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ, 9 თებერვლის სასამართლო სხდომაზე.

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დღევანდელ სხდომაზე სასამართლო განიხილავს სახელმწიფოს კუთვნილი თანხების გაფლანგვის საქმეს. გამოძიების ვერსიით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების შესახებ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს

მასალების გადაბეჭდვის წესი