ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი ცხინვალში იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებს ატარებს

8 თებერვალი, 2022 • 1546
რუსეთი ცხინვალში იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებს ატარებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთი სამხედრო წვრთნებს მართავს.

ოფიციალური ინფორმაციით, იმიტირებულ სამხედრო მოქმედებებში ჩართულია რუსეთის სპეციალური დანიშნულების დანაყოფები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა ტიპის შეიარაღება.

რუსეთი მის სამხრეთ ოლქის არსებულ ბაზებზე [აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების ტერიტორიებზე] სამხედრო წვრთნებს პერიოდულად ატარებს.

რუსეთის სამხედრო წვრთნები ცხინვალში; ფოტო: sputnik-ossetia

მასალების გადაბეჭდვის წესი