ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვიმედოვნებთ, ბელარუსი რუსეთს მიბაძავს და გვაღიარებს” – სოხუმი

8 თებერვალი, 2022 • 1418
“ვიმედოვნებთ, ბელარუსი რუსეთს მიბაძავს და გვაღიარებს” – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება გამოეხმაურა ალექსანდრ ლუკაშენკოს ინტერვიუს და იმედი გამოთქვა, რომ  აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხში ბელარუსი მიბაძავს მის სტრატეგიულ პარტნიორს  – რუსეთის ფედერაციას. 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ რუსეთის პროსახელისუფლებო ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში ისაუბრა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარებაზე.

ლუკაშენკო ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს აღიარებს

“აფხაზეთის რესპუბლიკაში პოზიტიურად აფასებენ ბელარუსის ლიდერის განცხადებას აფხაზეთის სახელმწიფო სუვერენიტეტის შესაძლო აღიარებაზე. აფხაზეთი ღიაა ფართო დიალოგისთვს რუსეთის მეგობარ ქვეყნებთან, რომლებიც აფხაზი ხალხის სამართლიან  სწრაფვას იზიარებენ. რუსეთთან  სამოკავშირეო ურთიერთობების განვითარების პარალელურად, აფხაზეთი დაინტერესებულია ბელარუსის რესპუბლიკასთან ოფიციალური კონტაქტების დამყარებით, რომელიც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული პარტნიორია”, – აცხადებენ უწყებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი