ახალი ამბები

პარლამენტარიზმის ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელია – ნაცვლიშვილი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

7 თებერვალი, 2022 • 1217
პარლამენტარიზმის ისტორიაში გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელია – ნაცვლიშვილი ჯაფარიძის მანდატის შეწყვეტაზე

“პარლამენტარიზმის ისტორიაში წარმოადგენს გამორჩეულად სამარცხვინო ფურცელს”, – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე საპროცედურო კომიტეტის გადაწყვეტილებას.

მისი თქმით, ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტა არაკონსტიტუციური იქნება და იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნების” წევრები პლენარულ სხდომამდე აზრს შეიცვლიან.

“ის “განაჩენი”, რომელიც გამოიტანა სასამართლომ, კვალიფიციური სპეციალისტების მხრიდან შეფასებულია როგორ არაკონსტიტუციური, უკიდურესად პრობლემური და არაკონსტიტუციური. გაუმართავი განაჩენის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი შედეგის დაყენება, მათ შორის, მანდატის შეწყვეტა, ასევე არის არაკონსტიტუციური, და იქნება ძალიან სამარცხვინო, თუ პლენარულ სხდომაზეც ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, თუ კომიტეტის შემდეგ ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობაც დაეთანხმება, ეს იქნება ახალი პოლიტიკური დევნის ტალღის დასაწყისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი