თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება.
ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიაწოდეს.
უწყების ცნობით, ცეცხლი 1000-15000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე იყო გავრცელებული და აღნიშნავენ, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.