ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ რვა სამხედრო ტყვე დაუბრუნა

7 თებერვალი, 2022 •
აზერბაიჯანმა სომხეთს კიდევ რვა სამხედრო ტყვე დაუბრუნა

აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთს გადასცა 2021 წლის 16 ნოემბერს ქელბაჯარისკენ სახელმწიფო საზღვართან დატყვევებული რვა სომეხი სამხედრო პირი. ინფორმაციას ავრცელებენ სომხური და აზერბაიჯანული მედიაგამოცემები.

აზერბაიჯანული მხარე აცხადებს,  რომ ტყვეები სომხეთს გადასცეს პირველი ყარაბაღის ომის დროს მოკლული აზერბაიჯანელების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. კერძოდ, ბაქომ ინფორმაცია მოითხოვა დაღუპულთა სამარხების ადგილსამყოფელის შესახებ.

გარდა ამისა, უკანასკნელი თვეების განმავლობაში აზერბაიჯანმა სომხეთს 26 სამხედრო ტყვე დაუბრუნა.

ყარაბაღის 2020 წლის ომის შემდეგ სომხური მხარე აცხადებდა აზერბაიჯანულ მხარეს დატყვევებული 200-მდე სამხედრო პირის შესახებ. 147 პირი ბაქომ ერევანს დანაღმული ტერიტორიების რუკების სანაცვლოდ გადასცა. ტყვეთა დაბრუნების საკითხში სომხეთმა შუამდგომლობისთვის რუსეთსაც მიმართა. მედიისთვის უცნობია, ამ დრომდე იმყოფებიან თუ არა 2020 წელს დაკავებული სამხედრო პირები აზერბაიჯანში. თავად ბაქო ამ ინფორმაციას უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი