ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 235 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 34 და გამოჯანმრთელდა 17 130 ადამიანი. 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 33.14-ია, ბოლო 14 დღის – 27.37%, ხოლო 7 დღის – 30.99%.
NCDC-ის თანახმად, ლაბორატორიულად დადასტურდა ომიკრონის 1 881 შემთხვევა. ერთი დღის განმვალობაში საქართველოში 33 905 ტესტი ჩატარდა, საიდანაც 20 924 იყო ანტიგენ ტესტი, 12 981 – PCR ტესტი.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 6 133 შემთხვევა
- აჭარა – 1 139
- იმერეთი – 1 376
- ქვემო ქართლი – 628
- შიდა ქართლი – 563
- გურია – 184
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 500
- კახეთი -344
- მცხეთა-მთიანეთი – 157
- სამცხე-ჯავახეთი – 194
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17
საქართველოში ამ დრომდე კორონავირუსის 1 325 838 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე ვირუსის მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 204 345. მათ შორის 5 947 მოთავსებულია კლინიკაში, მძიმე პაციენტია 1 175, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 1 926 ადამიანი, 196 472 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.








