თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ მან “ტვიტერზე” დაწერა და აღნიშნა, რომ მუშაობას სახლიდან განაგრძობს.
ერდოღანის თქმით, COVID-19-ის ტესტი როგორც მან, ისე მისმა ცოლმა, მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გაიკეთეს.
“საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს მსუბუქი ავადობა, რომელიც, როგორც შევიტყვეთ, ომიკრონის ვარიანტია”.
“ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას სახლიდან”, — აღნიშნავს თურქეთის პრეზიდენტი.