ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის მიხედვით, 5 თებერვლისთვის 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.9867 ლარს შეადგენს – დოლარის ღირებულება ერთ დღეში თითქმის 3.12 თეთრით არის შემცირებული.
ერთ თვეზე მეტია, ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებს.
5 თებერვლისთვის მოქმედი დოლარის კურსი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2020-ის მარტის შემდეგ.

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 16 დეკემბრიდან
რაც შეეხება ლარის კურსს ევროსთან მიმართებაში – ეროვნული ბანკის 5 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ერთი ევროს ღირებულება 3.4248 ლარს შეადგენს.
ევროსთან მიმართებაში გამყარება ლარმა 14 იანვრიდან დაიწყო: 14 იანვარს კურსი 3.538 იყო.
ვრცლად: