ახალი ამბები

47 წლის კაცი, რომელსაც მამამ ათობით ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა

3 თებერვალი, 2022 •
47 წლის კაცი, რომელსაც მამამ ათობით ჭრილობა მიაყენა, გარდაიცვალა

47 წლის კაცი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ მამამ დანით ათობით ჭრილობა მიაყენა, კლინიკაში გარდაიცვალა.

პაციენტის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კლინიკა „გორმედის“ ექიმმა-რეანიმატოლოგმა ინგა ელბაქიძემ დაუდასტურა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მამამისი, 82 წლამდე კაცი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 31 იანვარს დააკავა.

შვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ბრალდება, სავარაუდოდ, დაზუსტდება და გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდება.

უწყების თანახმად, ბრალდებულმა შვილს გორში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა.

ბრალდებულს 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლომ მას 2 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ შვილი სისტემატურად სცემდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი