ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბიბილოვი “წნელისის კრიზისის” გადაჭრას მოლაპარაკებების გზით მოელის

3 თებერვალი, 2022 • 2098
ბიბილოვი “წნელისის კრიზისის” გადაჭრას მოლაპარაკებების გზით მოელის

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მოახლოებულ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე წნელისთან არსებულ სასაზღვრო პოსტთნ ჩავიდა და წნელისის პრობლემის გადაჭრაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. ინფორმაციას ოსური მედია ავრცელებს.

2019 წლის ზაფხულში ქართულმა მხარემ სოფელ წნელისთან საპოლიციო საგუშაგო განათავსა. ე.წ. წნელისის თემა დე ფაქტო ხელისუფლებაში დღემდე პოლიტიკური დაპირისპირების საგანია. ოპოზიციური ძალები ბიბილოვს ამ ტერიტორიების ქართული მხარისთვის გადაცემას ედავებიან.

“კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ეს საკითხი სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას, რადგან ნებისმიერი ძალადობრივი გზით გადაწყვეტა არის ომი. ჩვენ ომი არ გვინდა, ამ საკითხს ჟენევის დისკუსიებზე ვაყენებთ. ქართულ მხარეს და ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც გადასარევად ესმით, რომ ეს საგუშაგო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა”, – განაცხადა ბიბილოვმა.

სასაზღვრო, ანუ “წნელისის კრისიზი” [სწორედ ასე უწოდებენ მას ცხინვალში] მას შემდეგ დაიწყო, რაც 2019 წლის 24 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ პოლიციის პოსტი უშუალოდ ოსური დასახლების, წნელისის [უისტა] მახლობლად ჩადგა. წნელისს ცხინვალი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი