ახალი ამბები

4 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

2 თებერვალი, 2022 • 1949
4 თებერვლიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდება.

სააგენტოს განცხადებით, 4 თებერვლის მე-2 ნახევრიდან 5 თებერვლამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მეტეოროლოგები ქვეყანაში ნალექს და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ.

მთაში კი მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს ზვავსაშიშროებაზე აფრთხილებს და აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებს ლიპყინული დაფარავს.

რაც შეეხება ზღვისპირა რეგიონებს, სინოპტიკოსების თქმით, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი