ახალი ამბები

აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს – CNN

2 თებერვალი, 2022 •
აშშ აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო ძალებს განალაგებს – CNN

CNN-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაამტკიცა და პენტაგონი დღეს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას  აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის დამატებითი სამხედრო ძალების განლაგების შესახებ.

ოფიციალური პირების თქმით, ეს ნაბიჯი არის მხარდაჭერის დემონსტრირება ნატოელი  მოკავშირეების მიმართ, რომლებიც საფრთხეს გრძნობენ რუსეთის სამხედრო მოქმედებების გამო უკრაინის მახლობლად.

CNN-ის წყაროს ცნობით, აშშ დაახლოებით 2000 ამერიკელ ჯარისკაცს განაწესებს პოლონეთში, დამატებით კი, რამდენიმე ათასს ნატოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქვეყნებში, მათ შორის რუმინეთში.

შეერთებულმა შტატებმა 8500 ჯარისკაცი მოიყვანა გაძლიერებულ მზადყოფნაში იმ შემთხვევაში, თუ ნატოს ძალებს მათი სასწრაფოდ გამოძახება დასჭრიდებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი