“დატოვეთ სკოლები ღია”, – გაეროს ბავშვთა ფონდი [UNICEF] მთავრობებს მოუწოდებს, კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის გავრცელების პარალელურად ყველაფერი გააკეთონ, რომ სკოლები არ დაიკეტოს. აღნიშნული განცხადება გაეროს ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა ჰენრიეტა ფორემ 27 იანვარს ნიუ-იორკში გააკეთა, ქართულმა წარმომადგენლობამ კი დღეს, 31 იანვარს გაავრცელა.
ორგანიზაციის განცხადებით, სკოლების სრული ან ნაწილობრივი დახურვით მსოფლიოში დაახლოებით 616 მილიონი ბავშვი დაზარალდა:
“ჩვენ ვიცით, რომ უსაფრთხოების ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლების გახსნას. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ციფრულ ხელმისაწვდომობაში ჩადებული ინვესტიციები საჭიროა, რათა დავრწმუნდეთ, რომ არცერთი ბავშვი არ რჩება განათლების მიღმა. ჩვენ გვჭირდება გაბედული ქმედება, რათა ყველა ბავშვს მივცეთ საშუალება დაბრუნდეს სკოლაში. ეს მოიცავს სრულფასოვანი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, განსაკუთრებით, მარგინალიზებული ბავშვების მიმართ. ეს შეიძლება იყოს დამატებითი გაკვეთილები, ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებით და საკვებით დახმარება, ბავშვთა დაცვა და სხვა”, – ნათქვამია განცხადებაში.
UNICEF სახელმწიფოებს მოუწოდებს მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ. ამასთან, ორგანიზაცია აცხადებს, რომ მხარს უჭერს ბავშვების ვაქცინაციას, როგორც კი ხელმისაწვდომი გახდება ეს მათთვის.
“ვაქცინაცია არ უნდა გახდეს დასწრებული სწავლების წინაპირობა. სასკოლო სწავლების დაკავშირება COVID-19-ის ვაქცინაციასთან საფრთხეს უქმნის ბავშვების განათლებაზე წვდომას და გაზრდის უთანასწორობის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, UNICEF რეკომენდაციას უწევს სკოლების გახსნას. ქვეყნის COVID-19-ის მართვის სტრატეგიები ხელს უნდა უწყობს ბავშვების მონაწილეობას განათლებაში და სოციალური ცხოვრების სხვა ასპექტებში, ბავშვებისა და მოზარდების ვაქცინაციის გარეშეც.
კრიზისულ სიტუაციებში ყოველთვის მისაღებია რთული გადაწყვეტილებები, რომლებიც მოითხოვს რთულ დათმობებს. ჩვენ ვაცნობიერებთ იმ უპრეცედენტო გამოწვევებს, რომლებსაც COVID-19 პანდემია უქმნის სასკოლო სისტემებს მთელ მსოფლიოში. მაგრამ ფსონები ძალიან მაღალია. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ბავშვებმა სკოლებში სიარული განაგრძონ”, – აცხადებს UNICEF.
დღეს, 31 დეკემბერს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემილოგები სკოლებისა და ბაღების ონლაინ რეჟიმში გადასხვლის საკითხს დააყენებენ, ამას საკოორდინაციო საბჭო განიხილავს.