ახალი ამბები

ჯაფარიძის, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა გადაიდო

31 იანვარი, 2022 • 625
ჯაფარიძის, ნათელაშვილისა და ხოშტარიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის განხილვა გადაიდო

შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაიდო.

მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დღეს, 31 იანვარს, უნდა ემსჯელა.

როგოროც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, დეპუტატების ნაწილი იზოლაციაში იმყოფება, ნაწილი კი “ობიექტური მიზეზების” გამო ვერ ახერხებს კომიტეტზე დასწრებას. შესაბამისად, მისი თქმით, კომიტეტზე ქვორუმი ვერ გროვდებოდა.

მაჭარაშვილის თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა უახლოეს დღეებში ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი