ახალი ამბები

კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

7 თებერვალი, 2022 • 1421
კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. ხოშტარიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე კომიტეტმა დღეს, 7 თებერვალს, იმსჯელა და შესაბამისს დასკვნას მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრებმა დაუჭირეს.

ელენე ხოშტარია მეათე მოწვევის პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდა, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პარტია დატოვა და მოძრაობა „დროა“ დააფუძნა. ელენე ხოშტარია აცხადებდა, რომ ვინაიდან “ევროპული საქართველო” დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნოდა.

ამასთან, ხოშტარიას ხელი არ მოუწერია შარლ მიშელის დოკუმენტისთვის, რომლის საფუძველზეც ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდა, პარლამეტში შევიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი