ახალი ამბები

“თოვლის შტორმი” აშშ-ში: დათოვლილი ნიუ-იორკი და სხვა ქალაქები[ფოტო]

30 იანვარი, 2022 •
“თოვლის შტორმი” აშშ-ში: დათოვლილი ნიუ-იორკი და სხვა ქალაქები[ფოტო]

აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს ზოგიერთ შტატში ძლიერი ქარისა და დიდთოვლობის გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა, ათასობით ადამიანს კი ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

BBC-ის ინფორმაციით, შაბათს, ამინდის მკვეთრად გაუარესებამდე რამდენიმე საათით ადრე, ხუთ შტატში — ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, როდ-აილენდში, ვირჯინიასა და მერილენდში — საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკი. 29.01.22 ფოტო: EPA

ქალი და ბავშვი დათოვლილ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. 29.01.22 ფოტო: EPA

კაცი ძაღლთან ერთად მასაჩუსეტსის ბოსტონის (მასაჩუსეტსის შტატი) ერთ-ერთ პარკში.  29.01.22 ფოტო: EPA

კაცი რძის კონტეინერებით დათოვლილ მანჰეტენზე, ნიუ-იორკში. 29.01.22 ფოტო: EPA

წყვილი ძაღლს ასეირნებს. ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი. 29.01.22 ფოტო: EPA

“თოვლის შტორმი” სანაპიროს შაბათს, გამთენიისას დაატყდა თავს. შესაბამისმა სამსახურებმა მილიონობით მოქალაქეს მოუწოდეს, კვირის ბოლომდე სახლებში დარჩენილიყვნენ.

სხვა შტატებთან ერთად, დიდთოვლობა და ძლიერი ქარი მკვეთრად აისახა ნიუ-იორკისა და მასაჩუსეტსის ყოველდღიურობაზე. მასაჩუსეტსის ზოგიერთ ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლემ 75 სმ-ს მიაღწია, ნიუ იორკში კი — 61 სმ-ს. გადაიდო ათასობით ავიარეისი.

კაცი თოვლის საწმენდი ნიჩბით ხელში. ბოსტონი, მასაჩუსეტსის შტატი. 29.01.22 ფოტო: EPA

ორი ადამიანი ხელჩაკიდებული სეირნობს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. 29.01.22 ფოტო: EPA

ვარჯიში დათოვლილ პარკში. ნიუ-იორკი. 29.01.22 ფოტო: EPA

დათოვლილი გზის გაწმენდის მცდელობა. ქალაქი ჰარვიჩი (მასაჩუსეტსის შტატი). 29.01.22 ფოტო: EPA

კაცი, ძაღლთან ერთად, გზას მიიკვლევს ძლიერ ქარსა და თოვლში. ქალაქი ორლეანი (მასაჩუსეტსის შტატი). 29.01.22 ფოტო: EPA

მიუხედავად გაფრთხილებებისა, ზოგიერთმა მოქალაქემ სახლში დარჩენას თოვლით სიამოვნების მიღება ამჯობინა. ასე მოხდა, მაგალითად, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, სადაც ადგილობრივებმა მასობრივი გუნდაობა მოაწყვეს.

30 იანვარს მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდა, თუმცა სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ დაბალი ტემპერატურა ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში კვლავ შენარჩუნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი