ახალი ამბები

თბილისის მერია: მეტრომანები არ უქმდება

26 იანვარი, 2022 • 1179
თბილისის მერია: მეტრომანები არ უქმდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები — მეტრომანები უქმდება.

„აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია. მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას“, — აცხადებს თბილისის მერია.

2022 წლის თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადი გადაადგილდება ძვირდება და 1 ლარი ხდება, ასევე, შემოდის აბონემენტების სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი