ახალი ამბები

ნიკოლოზ მეტრეველი „იმედი ჰოლდინგის“ ანალიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს

26 იანვარი, 2022 • 3308
ნიკოლოზ მეტრეველი „იმედი ჰოლდინგის“ ანალიტიკურ მიმართულებას უხელმძღვანელებს

ნიკოლოზ მეტრეველი, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების კომენტატორის სტატუსით სხვადასხვა ტელეარხის გადაცემაში მონაწილეობს ხოლმე, საქმიანობას „იმედი ჰოლდინგში“ გააგრძელებს.

26 იანვარს გამოცემა CNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ მეტრეველი ტელეკომპანია „იმედზე“ საავტორო გადაცემას წაიყვანს და, ამასთანავე, „იმედი ჰოლდინგის“ პოლიტიკურ-ანალიტიკურ მიმართულებას უხელმძღვალებს.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით დაკავშირების შემდეგ მეტრეველმა „ნეტგაზეთს“ მისწერა, რომ ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, გადაცემა კონკრეტულად სად გავა, როგორი იქნება და „ეს მაყურებლისთვის მოგვიანებით გახდება ცნობილი“.

რაც შეეხება ანალიტიკური მიმართულების ხელმძღვანელობას, ამასთან დაკავშირებით მეტრეველმა განმარტა, რომ „იმედი ჰოლდინგია, რომელშიც სხვადასხვა კომპანია შედის“ და ის, რომ ჰოლდინგთან „პოლიტიკურ-ანალიტიკური საქმიანობა“ ექნება, არ ნიშნავს, რომ „კონკრეტულად ტვ იმედის ანალიტიკურ ხელმძღვანელი“ იქნება.

„იმედი ჰოლდინგი“ აერთიანებს ტელეარხებს: „იმედს“, „მაესტროსა“ და GDS-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი