ახალი ამბები

კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი — 26 იანვარი

26 იანვარი, 2022 • 775
კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა და 39 გარდაცვლილი — 26 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 39 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 78 172 კვლევა ტესტით, მათ შორის, 46 900 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 31 272 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 22.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 15.32%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 19.58%.

ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 9 487
  • აჭარა — 1 958
  • იმერეთი — 1 990
  • ქვემო ქართლი — 831
  • შიდა ქართლი — 877
  • გურია — 240
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 680
  • კახეთი — 704
  • მცხეთა-მთიანეთი — 391
  • სამცხე-ჯავახეთი — 310
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 62.

მასალების გადაბეჭდვის წესი