ახალი ამბები

ვოლსკი ეჭვობს, რომ შშმ პირის ცემა განზრახ ჩადენილი დანაშაულია

25 იანვარი, 2022 • 2117
ვოლსკი ეჭვობს, რომ შშმ პირის ცემა განზრახ ჩადენილი დანაშაულია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მეტროში პოლიციის მიერ შშმ მოზარდის ცემის ფაქტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დანაშაული დღევანდელი პოლიციის ხასიათთან შეუსაბამოა და მის გაზრახ ჩადენას არ გამორცხავს.

„ესაა სექტა, რომელიც მხარს უჭერდა სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილ და გამოცხადებულ სადიზმს, რამაც შეიწირა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, გიორგი გამცემლიძე, ის აჭარელი ბიჭები და არაერთი სხვა, სია გრძელია! პროტესტის პათოსი იმდენად ყალბია, ხოლო დანაშაული იმდენად თვალსაჩინო და სრულიად შეუსაბამოა დღევანდელი პოლიციის ხასიათთან, რომ განზრახ ჩადენის ეჭვსაც ბადებს“, — წერს გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში.

მეტროში პოლიციამ შშმ არასრულწლოვანს სცემა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდის თანმხლები პირი პოლიციელს ეუბნება, რომ „ის ყრუ-მუნჯია და ხელი გაუშვას”, რაზეც სამართალდამცველი პასუხობს: „რომ ავალაპარაკო ახლა?” და ფიზიკურად უსწორდება მას.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მომხდართან დაკავშირებით ორი პოლიციელი დააკავა.

მეტროში შშმ მოზარდის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი