ახალი ამბებირეკლამა

Glovo ინდუსტრიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ნახშირბადის ემისია შეამცირა

25 იანვარი, 2022 • 966
Glovo ინდუსტრიის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც ნახშირბადის ემისია შეამცირა

Glovo, მსოფლიოს წამყვანი მულტიკატეგორული მიწოდების პლატფორმა, აცხადებს, რომ მისი მიზანი – ნახშირბადის განეიტრალება, უკვე მიღწეულია.

თავდაპირველად, ეს მიზანი კომპანიამ 2019 წლის დეკემბერში გამოაცხადა და აიღო ვალდებულება 100%-ით გაენეიტრალებინა ნახშირბადის ემისია, რომელიც მისი ოპერირების შედეგადაა გამოწვეული. ხოლო ორი წლის შემდეგ, 2021 წლის ბოლოს, Glovo-მ ამ მიზანს მიაღწია. კომპანიის ემისიის შემცირების გეგმა დამტკიცებულია მეცნიერების მიერ და შეესაბამება „პარიზის შეთანხმებას“, რათა გლობალური დათბობის მაჩვენებელი, 1,5°C-მდე შენარჩუნდეს. 

ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მისაღწევად, Glovo- გაზომა პირდაპირი და არაპირდაპირი CO2 გამონაბოლქვი, რათა უკეთ განესაზღვრა პრობლემის წყარო და სამომავლო კონპენსირების მაჩვენებელი. შედეგად, ბიოდეგრადირებადი შეფუთვის გამოყენებისა და საკვების ნარჩენების შემცირებით, მოახერხა ემისიის მნიშვნელოვანი შემცირება (2021 წლის მაჩვენებლით, ესაა 1868 ტონა CO2-ის ექვივალენტი).

ასევე, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ელექტრო მანქანების მაჩვენებლის ზრდამ – 2020-2021 წლებში, Glovo-ს ფლოტში, ელექტრო მანქანების პროცენტული მაჩვენებელი  2.24%-ით გაიზარდა. 

ნახშირბადის დარჩენილი გამონაბოლქვის შესამცირებლად, Glovo- წამოიწყო მუდმივი პარტნიორობა Pachama-სთან. ეს გულისხმობდანახშირბადის კრედიტებისშეძენასკომპანიამ მხარი დაუჭირა ბრაზილიის თხილის კონცესიებს; მადრე დე დიოს ტყის შენარჩუნების პროექტს პერუში და იარიპარას ტყის კონსერვაციის პროექტს ბრაზილიაში. თითოეულმა მათგანმა, 2020 წლის ბოლოსთვის 25%-ით დააკომპენსირა Glovo-ს მიერ წარმოებული ნახშირბადი (2020 წლის მაჩვენებლით, ესაა 34,321 ტონა CO2-ის ექვივალენტი).

ასევე, 2021 წელს, „სამხრეთ პოლუსთან“  პარტნიორობის საშუალებით, Glovo- გააფართოვა კომპენსაციის ინიციატივების სპექტრი, რათა დაეფარა ემისიის 100% მთელ ოპერირების ჯაჭვში (2021 წლის მაჩვენებლით, ესაა 82,028 ტონა  CO2-ის ექვივალენტი). 

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პროექტი განლაგებულია Glovo ოპერაციულ ბაზრებზე, როგორიცაა კენია და განა. ეს პროექტები მოიცავს ისეთ თემებს, როგორებიცაა: ხე-ტყის შენარჩუნება, მდგრადი სოფლის მეურნეობა, ენერგოეფექტური ღუმელები, განახლებადი ენერგია და მრავალი სხვა.

თუმცა Glovo არ ჩერდება ნახშირბადის განეიტრალებაზე  – ეს კიდევ უფრო ამბიციური მიზნის მიღწევის წინა ეტაპია – კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მნიშვნელოვნად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი; ამისთვის, კი, Glovo-ს შეკვეთების 92%-ზე მეტი, ბიოდეგრადირებადი მასალით იქნება შეფუთული, ხოლო საკურიერო მანქანების უმეტესი ნაწილი იქნება ელექტრო. ასევე, კომპანია გეგმავს, რომ საკუთარ საწარმოებს: სამზარეულოებს, ოფისებსა და მიკრო ცენტრებს, მიაწოდოს 100%-ით განახლებადი ენერგია. 

Glovo-ს ემისიის შემცირების გეგმა „მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნის“ (Science Based Targets initiative – SBTi) ნაწილია. ეს მიზნები მოიცავს:

  • განახლებადი ელექტროენერგიის წლიური ზრდა 7%-დან (2020 წელს) 100%-მდე (2030 წლისთვის)
  • 2030 წლისთვის, ოპერირების სრულ ჯაჭვში, ნახშირბადის ემისიის 42,12%-ით შემცირება (2020 წელთან შედარებით). 

2030 წლის ასეთი ამბიციური მიზნების მისაღწევად, Glovo- ჩამოაყალიბა შემდეგი სტრატეგია:

  • საკურიერო მანქანების 67%-ზე მეტი იქნება ელექტრო. ამჟამად, 5 ქვეყანის: ყირგიზეთის, იტალიის, უკრაინის, ყაზახეთისა და ესპანეთის ავტოპარკების 40%-ზე მეტი წილი უჭირავს ელექტრო ავტომობილებს.

  • გაერთიანდება შეკვეთების 30%, რათა შემცირდეს კურიერების მიერ გავლილი მანძილი

  • შეკვეთების 92%-ზე მეტი, ბიოდეგრადირებული მასალით იქნება შეფუთული. 2019 წელს Glovo- შექმნა ელექტრონული კომერციის პლატფორმა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, რათა ადვილად მომხდარიყო ამ მასალის შეძენა და შემდეგ გამოყენება. ამ ინიციატივის წყალობით, 2021 წელს, თითქმის 2 მილიონი ერთეული მასალა გაიყიდა ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, მაროკოსა და ხორვატიაში.

  • შეკვეთების 10% იქნება საკვები მარაგიდან, რაც პირდაპირაა დაკავშირებული საკვების ნარჩენებთან. მხოლოდ 2021 წელს დაიზოგა 300 000 კგზე მეტი საკვების ნარჩენები, ხოლო 579 000-ზე მეტი ერთეული საკვები მიწოდებული იქნა Glovo Access-ის საშუალებით.

სებასტიენ პელიონი, Glovo-ს სოციალური ზემოქმედებისა და მდგრადობის ხელმძღვანელი: „მიზანი, რომელსაც მივაღწიეთ, არის მხოლოდ ჩვენი მოგზაურობის დასაწყისი. ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის მინიმუმი, რომელიც ნებისმიერმა კომპანიამ უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს ბიზნესში გრძელვადიანი ოპერირება. ჩვენ მადლობლები ვართ ისეთი კომპანიების, როგორიცაა Pachama, რომელმაც ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, შესაძლებელობა მოგვცა საიმედოდ დაგვეკომპენსირებინა ნახშირბადის ემისია. ისინი იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს და სატელიტურ სურათებს, რათა ეფექტიანად დააკვირდნენ ტყეების აღდგენის პროექტების მიმდინარეობას.

დღეს ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გეგმის ახალ ეტაპზე გადავდივართ. ესაა ამბიციური, მაგრამ რეალისტური გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს გამოვეყოთ ნახშირბადის ემისიის მზარდ, შეუქცევად პროცესებს. კლიმატის ცვლილების შემცირება დარჩება ჩვენი საერთო სტრატეგიის ძირითად კომპონენტად და გახდება Glovo-ს გუნდის თითოეული წევრის გზამკვლევი. ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ახალი გამოწვევით და იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც შეურთდებიან ამ გადაწყვეტილებას. საუკუნის ბოლომდე, ჩვენ ერთად უნდა გადავჭრათ გლობალური დათბობის პრობლემა“. 

გარდა ამისა, Glovo არის კლიმატის ცვლილების შესახებ, გაეროს გლობალური შეთანხმების ოფიციალური ხელმომწერი, რომელიც იღებს ვალდებულებას, რომ  2040 წლისთვის ან უფრო მალე მიაღწიოს დეკარბონიზაციას. 

Glovo- შესახებ:

Glovo ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ იყიდოთ, აიღოთ და გაგზავნოთ ნებისმიერი პროდუქტი იმავე ქალაქში, ერთ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში. აპლიკაციას ამჟამად 1.8 მილიონი ყოველთვიური მომხმარებელი და 25,000 ასოცირებული პარტნიორი ყავს. Glovo ოპერირებს 23 ქვეყნის მასშტაბით ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკაში

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ გვერდს: www.glovoapp.com

მასალების გადაბეჭდვის წესი