ახალი ამბები

უსიმტპომოთა სისტემური ტესტირება შესაძლოა, დროებით შეწყდეს

25 იანვარი, 2022 •
უსიმტპომოთა სისტემური ტესტირება შესაძლოა, დროებით შეწყდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უსიმპტომო ადამიანთა ე.წ. სისტემური ტესტირება შესაძლოა დროებით შეწყდეს.

ეს ინიციატივა ეხება როგორც სწრაფ, ასევე PCR ტესტებს.

„ჩვენ დღეს შევედით საბჭოზე წინადადებით, რომ პირველი თებერვლიდან, დროებით, უსიმპტომო პირები, გარდა სამედიცინო პერსონალისა,  ე.წ. სისტემური ტესტირება შევაჩეროთ გარკვეული პერიოდი. იმიტომ, რომ ძირითადად გადავერთოთ სიმპტომებიანი ადამიანების და, რა თქმა უნდა, სასურველია, ყველა სიმპტომიანი ადამიანი გაიტესტოს“, – აცხადებს გამყრელიძე.

სისტემური ტესტირება სხვადასხვა სფეროსა და რისკჯგუფის წარმომადგენელთათვის რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. სისტემური ტესტირების ფარგლებში, მაგალითად, ორ კვირაში ერთხელ იტესტებიან მასწავლებლები.

„ადამიანებს თუ აქვთ სიმპტომები, არავითარი ტესტირება… უკვე ისე ცირკულირებს ომიკრონი, რომ აუცილებელი არ გახლავთ ტესტირება. სასურველია, რომ ისინი სიმპტომების შემთხვევაში გადავიდნენ პირდაპირ იზოლაციაში“, – ამატებს გამყრელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი