ახალი ამბები

პაპუაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

25 იანვარი, 2022 •
პაპუაშვილი ბრიუსელში  ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვედრებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პაპუაშვილი ბრიუსელში უკვე გაემგზავრა, სადაც 26 იანვარს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციაში ასევე შედიან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი