2022 წლის 21 იანვარს კომიკოსი ლუი ანდერსონი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალება კომიკოსის წარმომადგენელმა დაუდასტურა ჟურნალ „როლინგ სტოუნს“.
გარდაცვალების მიზეზი სიმსივნისგან გამოწვეული გართულება გახდა. მას ლას ვეგასის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ.
ქართული საზოგადოებისთვის ანდერსონი ცნობილია ანიმაციური ავტობიოგრაფიული სერიალიდან, „ცხოვრება ლუისთან ერთად“, რომელიც წლების განმავლობაში გადიოდა „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში.