ახალი ამბები

მუსიკოსი და მსახიობი მიტ ლოუფი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

21 იანვარი, 2022 •
მუსიკოსი და მსახიობი მიტ ლოუფი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა

ამერიკელი როკმუსიკოსი და მსახიობი მარვინ (მაიკლ) ლი ედეი, სასცენო სახელით მიტ ლოუფი (Meat Loaf), 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მიტ ლოუფი განსაკუთრებით ცნობილი იყო 1977 წელს გამოშვებული სტუდიური ალბომით, Bat Out of Hell, რომლის 43 მილიონი ასლია გაყიდული.

მიტ ლოუფი ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბის“ დევიდ ფინჩერისეულ ეკრანიზაციაში (1999) „დიდი ბობის“ (ბობ პოლსენის) როლს ასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი