ახალი ამბები

კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი — 21 იანვარი

21 იანვარი, 2022 • 944
კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი — 21 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 767 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 49 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარდა 56 386 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 725 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 661 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 15.55%, ბოლო 14 დღის განმავლობაში — 11.39%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 12.76%.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 631 პირი ემსხვერპლა.

ინფიცირების 8 767 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 5 052 შემთხვევა,
  • აჭარა — 851,
  • იმერეთი — 861,
  • ქვემო ქართლი — 351,
  • შიდა ქართლი — 538,
  • გურია — 119,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 334,
  • კახეთი — 277,
  • მცხეთა-მთიანეთი — 176,
  • სამცხე-ჯავახეთი — 165,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 43.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი