ფრანგი მსახიობი გასპარ ულიე 37 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გასპარ ულიე ალპებში სრიალისას დაშავდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. France Bleu-ის ცნობით, ულიე სხვა მოთხილამურეს შეეჯახა და თავის ტრავმა მიიღო. მეორე მოთხილამურეს საავადმყოფოში გადაყვანა არ დასჭირვებია.

გასპარ ულიე ცნობილია ფილმებით „ჰანიბალის აღზევება“, „ხანგრძლივი ნიშნობა“. ულიე იყო Chanel-ის მამაკაცის სუნამოს Bleu de Chanel-ის სახე.