ახალი ამბები

ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ასევე აჟიოტაჟიც – აფხაზეთის მთავრობის მინისტრი

18 იანვარი, 2022 • 1897
ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ასევე აჟიოტაჟიც – აფხაზეთის მთავრობის მინისტრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარზე საუბრისას ამბობს, რომ ტრაგედიაზე პასუხიმსგებელია მათ შორის აჟიოტაჟი.

„ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებელია ძალიან ბევრი პირი, მათ შორის ის აჟიოტაჟი, რომელიც მიმდინარეობს ამ მიმართულებით“, – უთხრა მან ტელეკომპანია „პირველს“ და დასძინა: „მე რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე“.

ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად რა გააკეთა მან და თავად თუ მივიდა დაღუპულის პანაშვიდზე, ფაცაცია პასუხობს:

„პირველ რიგში, გავიზიარე დევნილთა პრობლემები და ავედი მათთან – მათი პრობლემების გასაზიარებლად. სამძიმარზე არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ. იქ არის ძალიან დიდი პროვოკაციის ჯგუფი, რომელიც შეეცდება, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს“.


16 იანვარს თბილისის ზღვასთან, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ 52 წლის კაცმა ზურაბ ჭიჭოშვილმა თავი მოიკლა. მისი ოჯახის წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ მან ეს ნაბიჯი პროტესტის ნიშნად გადადგა – რადგან „ქართლი“ ცხოვრებისთვის შეუსაბამოა.

ვრცლად წაიკითხეთ:

“ქართლში” მცხოვრები დევნილები შიმშილობას და აქციებს აანონსებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი