ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს. მომხდარზე სამი პირია დაკავებული.
ინციდენტის დროს პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ერთ-ერთი მაღაზიის რიგში იყო. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებმა ურიგოდ გასვლა სცადეს, რაზეც დაზარალებულმა მათ შენიშვნა მისცა.
როგორც „ნეტგაზეთს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.