ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დაიდგმება – წარუკიანის ინიციატივა

18 იანვარი, 2022 • 4790
სომხეთში ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დაიდგმება – წარუკიანის ინიციატივა

ბიზნესმენმა და პოლიტიკური პარტია “აყვავებული სომხეთის” ლიდერმა გაგიკ წარუკიანმა საზოგადოებას საკუთარი ინიციატივა წარუდგინა – სომხეთში  იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკება დაიდგმება.

“ასე შევძლებთ, მთელ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ვართ პირველი ქრისტიანული ერი დედამიწაზე. ეს ქანდაკება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის დამცველი უნდა გახდეს”, – ასე წარმოადგინა წარუკიანმა საკუთარი მეგაპროექტი, წერს azatutyun.am.

გამოცემის ცნობითვე, წარუკიანის ინიციატივით ქრისტეს ქანდაკება 33 მეტრი სიმაღლის იქნება [ქრისტეს ასაკის შესაბამისი], ხოლო პოსტამენტის სიმაღლე –  65 ან 77 მეტრი.

კონკრეტულად სად დაიდგმება ქანდაკება სომხეთში, ჯერ უცნობია. წარუკიანის ინიციატივაზე, ასევე, ოფიციალური გამოხმაურება ჯერ არ ჰქონია სომხეთის ეკლესიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი