ახალი ამბები

რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებს წვრთნის – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

18 იანვარი, 2022 • 1189
რუსეთი უკრაინაში სეპარატისტებს წვრთნის – უკრაინის სამხედრო დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, „რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობა წვრთნის რუსეთის საოკუპაციო ძალების დონეცკისა და ლუგანსკის არმიების დანაყოფებს“.

„ლუგანსკსა და დონეცკში კვირის დასაწყისიდან, მოწინააღმდეგემ დაიწყო სამხედრო წვრთნები სამეთაურო შტაბებისა და არტილერიის ჩართულობით.

ამავდროულად, საოკუპაციო ადმინისტრაციები, საოკუპაციო ძალების ჩართულობით, ადგილობრივ მოსახლეობაში აგრძელებენ პროპაგანდას დონეცკისა და ლუგანსკის არმიებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის პოპულარობის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით“, – ნათქვამია უკრაინული მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ბოლო ხანებია განსაკუთრებით დაიძაბა.

სწორედ უკრაინის საკითხი იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ნატოსა და რუსეთის მოლაპარაკებების დროს.

დასავლური სახელმწიფოების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი