ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – 18 იანვარი

18 იანვარი, 2022 • 1376
გამოვლინდა კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – 18 იანვარი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 160 პირი, ჩატარდა 56 367 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.34%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.26%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 4 171
  • აჭარა – 801
  • იმერეთი – 792
  • ქვემო ქართლი – 285
  • შიდა ქართლი – 380
  • გურია – 193
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 302
  • კახეთი – 263
  • მცხეთა – მთიანეთი – 171
  • სამცხე – ჯავახეთი – 108
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 55

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 1 006 864 შემთხვევა, მათ შორის, გამოჯანმრთელდა 934 667 პირი,ხოლო გარდაიცვალა 14 512 ადამიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი