ახალი ამბები

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს

17 იანვარი, 2022 • 2241
„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურს გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს

„მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურს ჟურნალისტი გიორგი გაბუნია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადებას არხის გენერალური დიქტორი ნიკა გვარამია ავრცელებს.

გვარამიას თქმით, ამავდროულად, გიორგი გაბუნია დაიკავებს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობასაც. ნიკა გვარამიას თქმით, განახლებულ სეზონს არხი განახლებული საეთერო ბადით ხვდება, სადაც ყველა მნიშვნელოვანი პროექტი შენარჩუნებულია.

„პოსტ ფაქტუმს წაიყვანს მიხეილ სესიაშვილი. პოსტ ფაქტუმის ჯგუფს შეემატა ბექა ყორშიაც. შაბათის ფორმატი, აქამდე არსებული სახით, დაიხურა. მის ნაცვლად შემოგთავაზებთ ახალი ამბების გამოშვებას, საინტერესო ფორმატით. გადაცემას წაიყვანს თამარ ბაღაშვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ თამარ ბაღაშვილი ცხრიანი მთავარის წამყვანია, დაიხურა “დებატები თამარ ბაღაშვილთან”. შეიცვალა ჩემი გადაცემის ეთერში გასვლის დროც. მთავარი აქცენტები იქნება ხუთშაბათობით, 22:00 საათზე. პროექტი ხალხის ხმა დაიხურა, ხოლო მთავარი გოგოები იქნება კვირას, 23:00, პოსტ ფაქტუმის შემდეგ“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

მასალების გადაბეჭდვის წესი