ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვისურვებდი, გალელი ბავშვები აფხაზეთშივე რჩებოდნენ | კონსტანტინე ფილია

17 იანვარი, 2022 • 3256
ვისურვებდი, გალელი ბავშვები აფხაზეთშივე რჩებოდნენ | კონსტანტინე ფილია

გალის რაიონის ხელმძღვანელი [აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენელი] კონსტანტინე ფილია აფხაზურ მედიასთან ინტერვიუში გალელებისთვის პასპორტიზაციის საჭიროებაზე საუბრობს.

“გვინდა რომ ბავშვები, რომლებიც აქ იზრდებიან, აფხაზეთშივე რჩებოდნენ. ყოველდღიურად სულ უფრო მეტ ადამიანს ვკარგავთ, მცირდება ჩვენი მოსახლეობა. წელს 233-მა ახალგაზრდამ დაამთავრა სკოლა, რომელთაგან მხოლოდ 7-მა ჩააბარა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დანარჩენები საქართველოში აგრძელებენ სწავლას”.

კითხვაზე, რა არის ამ პრობლემის მთავარი მიზეზი, ფილია პასუხობს, რომ  მოსახლეობის გადინების მიზეზი აფხაზური პასპორტების უქონლობაა, რომელსაც არ ფლობენ გალელები.

“ამთავრებს ბავშვი სკოლას და ვერ იღებს პასპორტს. ერთ -ერთი მშობელი მაინც უნდა იყოს აფხაზეთის მოქალაქე, რომ მიღოს ბავშვმა პასპორტი. ეს ნორმა უნდა შეიცვალოს, მე ვლობირებ ამას”.

აფხაზურმა მხარემ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა 2013 წელს შეაჩერა. 2014 წელს, დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამომრჩეველთა სიიდან 23 ათასი გალის მკვიდრი ამოიღეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი