ახალი ამბები

ტურისტისთვის ლუდში დიდი თანხის გადახდის იძულების ბრალდებით კლუბის თანამშრომელი დააკავეს

17 იანვარი, 2022 • 1864
ტურისტისთვის ლუდში დიდი თანხის გადახდის იძულების ბრალდებით კლუბის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქის იძულების ბრალდებით თბილისის ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი დააკავა.

უწყების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 იანვარს, თბილისის ცენტრალურ უბანში მდებარე ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელმა – ე.ჩ.-მ ამავე კლუბის სტუმარს, გერმანელ ტურისტს – 1994 წელს დაბადებულ მ.ო.-ს შეკვეთის შეუსაბამო თანხა იძულების გზით გადაახდევინა. კერძოდ, ბრალდებულმა მ.ო. აიძულა და შეკვეთილი ლუდის ღირებულების ნაცვლად გაცილებით დიდი თანხა გადაახდევინა:

„საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ აღნიშნული კლუბი დალუქა, მოგვიანებით კი, ამავე კლუბის თანამშრომელი – ე.ჩ. ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს იძულებას – ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას“ ,- აცხადებენ უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი