ახალი ამბები

სოცდაუცველებისთვის დენის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირება გაგრძელდება

17 იანვარი, 2022 • 1882
სოცდაუცველებისთვის დენის გაძვირებული ტარიფის სუბსიდირება გაგრძელდება

მიზნობრივი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირება კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება მიზნობრივ ჯგუფებს. 150 000 და ნაკლები ქულის მქონე მოსახლეობას, რაც დაახლოებით მილიონ ადამიანს შეადგენს. ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა 2 წელი და იანვარში შეწყდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროგრამა“, — განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სუბსიდირების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

2021 წლის 1 იანვრიდან სემეკ-მა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დაამტკიცა, თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, მთავრობამ საყოფაცხოვრებო და კომერციული აბონენტების ნაწილის ტარიფი დაასუბსიდირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი