ახალი ამბები

კაცმა ყოფილი ცოლი გაგუდა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვა სცადა — შსს

16 იანვარი, 2022 • 1805
კაცმა ყოფილი ცოლი გაგუდა, შემდეგ კი დანაშაულის დაფარვა სცადა — შსს

კახეთში პოლიციამ დააკავა კაცი, რომელსაც ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობას ედავებიან. განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 იანვარს გაავრცელა.

უწყების თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ყოფილი ცოლი გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში არსებული ბუნებრივი აირის გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განცხადების მიხედვით, კაცი წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება. სამართალდამცავებმა ის ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი