ახალი ამბები

კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი — 16 იანვარი

16 იანვარი, 2022 • 1370
კორონავირუსის 5 504 ახალი შემთხვევა და 24 გარდაცვლილი — 16 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 24 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 838 კვლევა ტესტით, მათ შორის 25 161 კვლევა ანტიგენის ტესტით და 26 677 – PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 15 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.43% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 3 222 შემთხვევა,
  • აჭარა — 768,
  • იმერეთი — 483,
  • ქვემო ქართლი — 189,
  • შიდა ქართლი — 203,
  • გურია — 109,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 184,
  • კახეთი — 159,
  • მცხეთა-მთიანეთი — 101,
  • სამცხე-ჯავახეთი — 72,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების 52 771 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 393 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 051 ადამიანი კი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი