ახალი ამბები

კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს წარუდგინა

15 იანვარი, 2022 • 1998
კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია პრეზიდენტს წარუდგინა

საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატები შეარჩია და შესაბამისი სია სალომე ზურაბიშვილს წარუდგინა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კენჭისყრის შედეგად, ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ პოზიციაზე პრეზიდენტს წარედგინა შემდეგი 3 კანდიდატურა:

  • თამაზ ფოლადაშვილი
  • თენგიზ თევზაძე
  • გიორგი კალანდარიშვილი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ორ ვაკანტურ პოზიციაზე შემდეგი კანდიდატურებია წარმოდგენილი:

  • ქრისტინე ქაჯაია
  • ლევან ისაკაძე
  • მაია ზარიძე
  • გია ცაცაშვილი

კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო კომისიის მიერ კანდიდატურების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატურების შერჩევისა და ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი