ახალი ამბები

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

15 იანვარი, 2022 •
ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ზოგიერთ საავტომობილო გზაზე შეზღუდვებია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების თანახმად, ძლიერი ქარისა და დაბალი ხილვადობის გამო კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ხსენებული გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამასთან, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდული არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი