ახალი ამბები

კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი — 15 იანვარი

15 იანვარი, 2022 • 1708
კორონავირუსის 5 381 ახალი შემთხვევა და 30 გარდაცვლილი — 15 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 381 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 30 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 516 კვლევა ტესტით, მათ შორის, 33 800 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 29 716 — PCR ტესტით.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8,47%, ბოლო 14 დღის – 9,24%, ბოლო 7 დღის – 9,62%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 3 144 შემთხვევა,
  • აჭარა — 557,
  • იმერეთი — 539,
  • ქვემო ქართლი — 191,
  • შიდა ქართლი — 262,
  • გურია — 100,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 230,
  • კახეთი — 173,
  • მცხეთა-მთიანეთი — 101,
  • სამცხე-ჯავახეთი — 69,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 15.

ამ ეტაპზე ინფიცირების 50 595 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 369 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი