ახალი ამბები

კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი — 14 იანვარი

14 იანვარი, 2022 • 1183
კორონავირუსის 5 567 ახალი შემთხვევა და 36 გარდაცვლილი — 14 იანვარი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 36 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 60 753 კვლევა ტესტით, მათ შორის, 34 092 კვლევა — ანტიგენის ტესტით და 26 661 — PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.16%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 9.14%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 9.84%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 3 479 შემთხვევა,
  • აჭარა — 587,
  • იმერეთი — 434,
  • ქვემო ქართლი — 159,
  • შიდა ქართლი — 254,
  • გურია — 130,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 199,
  • კახეთი — 130,
  • მცხეთა-მთიანეთი — 84,
  • სამცხე-ჯავახეთი — 85,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 26.

ამ ეტაპზე ინფიცირების 46 309 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4 379 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 2 077 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი