ახალი ამბები

გამოვლინდა კორონავირუსის 5 596 შემთხვევა, დაიღუპა 47 პაციენტი — 12 იანვარი

12 იანვარი, 2022 • 1463
გამოვლინდა კორონავირუსის 5 596 შემთხვევა, დაიღუპა 47 პაციენტი — 12 იანვარი

12 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 58 109 ტესტით, კორონავირუსის 5 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 9.63% შეადგინა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 58 109 კვლევიდან 34 115 ანტიგენის ტესტით, 23 994 კი PCR მეთოდოლოგიით ჩატარდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.63 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.51%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.79%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 47 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 14 311 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 596 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია:

  • თბილისი – 3 180 შემთხვევა;
  • აჭარა – 638;
  • იმერეთი – 563;
  • ქვემო ქართლი – 173;
  • შიდა ქართლი – 270;
  • გურია – 135;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 219;
  • კახეთი -184;
  • მცხეთა-მთიანეთი -102;
  • სამცხე-ჯავახეთი – 99;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 40 205, საიდანაც: 4 418 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 853, აჭარაში – 609, იმერეთში – 803.

ამ ეტაპზე მძიმეა 1 045 პაციენტის მდგომარეობა, მათ შორის, თბილისში – 487, აჭარაში – 123, იმერეთში – 256.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 293 პირი, მათგან თბილისში – 169, აჭარაში – 42, იმერეთში – 22.

მასალების გადაბეჭდვის წესი